Saturday, May 7, 2011

საუკეთესო ვარიანტის არჩევა.

1.  პროექტის  სახელწოდება:  საუკეთესო  ვარიანტის  არჩევა.
2. პროექტის  მთავარი  იდეა ( ღემა) 1-2 წინადადებით: მთაში  ტურისტული  ლაშქრობა, დაგეგმილზე  ხანგრძლივი  აღმოჩნდა  და  გვსურს  რკინიგზის  სადგურში,  რაც  შეიძლება  სწრაფად  მოვხვდეთ,  განვიხილავთ  შემთხვევებს – ფეხით  გავეშუროთ  სადგურისკენ  თუ გამოვიძახოთ  ტაქსი.  აქედან  უნდა  შევარჩიოთ უკეთესი  ვარიანტი.

3. პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეებმა უნდა  შეძლონ  გადაწყვეტილების  დამოუკიდებლად  მიღება.

4.პროექტის  მიზნები :მოსწავლეები  გაიწაფებიან მოძრაობის  ფორმულების გამოყენებაში,მოსწავლეს  გამოუმუშავდეს  სპეციალური  სიტუაციის  გარკვევის  უნარი,არსებული  ვარიანტიდან  შეძლოს  უკეთესი  ვარიანტის   შერჩევა.
5.მონაწილეთა  ასაკი:  14 წ.
6. ვადები/ ხანგრძლივობა:  ორი  კვირა.
7.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას:მოსწავლეები  გაიწაფებიან მოძრაობის  ფორმულების  გამოყენებაში  და  გამოუმუშავდებათ  დამოუკიდებლად  გადაწყვეტილების  მიღების   უნარ–ჩვევები.
8.პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:ინტერნეტი; კალკულატორი.
9. პროექტის  მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):  1.მოსწავლეები  ანგარიშობენ  სადგურამდე  ფეხით  წასვლის  შემთხვევაში საჭირო  დროს.
2.ანგარიშობენ  ტაქსისთვის  საჭირო დროს  მისი  მოზრაობის  ,სიჩქარის  და  მანძილის  გათვალისწინებით.
3.ირჩევენ  უკეთეს  ვარიანტს.
10.საგნებთან/საგნობრივ   ჯგფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:მათემატიკა ,ი.ს.ტ.  ფიზკულტურა.
11.პროექტის  ხელმძღვანელი  (მასწავლებელი):იზა  თეთვაძე.
12.ხელმძღვენელის  ელ.ფოსტა:izatetvadze@gmail.com
13პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი: izatetvadze.blogspot.com


.